თარგმანის ნოტარიული დამოწმება
ნოტარიული დამოწმება თარგმანს ანიჭებს ოფიციალური დოკუმენტის იურიდიულ ძალას. მოცემულ შემტხვევაში ნოტარიუსი ამოწმებს თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას თავისი თანდასწრებით. დამოწმების პროცედურისთვის თარჯიმანი წარუდგენს ნოტარიუსს პირადობის მოწმობასა და დიპლომს, რომელიც ადასტურებს მის ლინგვისტურ განათლებას და მიეწერება თარგმანს ბოლოში. იმის გამო, რომ მოცემულ მომენტში კანონმდებლობაში ნოტარიული დამოწმებისტვის ორიგინალისა და თარგმნილი დოკუმენტის გაფორმების მიმართ მოთხოვნები არაა მკაფიოდ განსაზღვრული, ყოველი ნოტარიუსი დამოუკიდებლად წყვეტს, უნდა იყოს თუ არა თარგმანი მიმაგრებული ნოტარიულად დამოქმებული დოკუმენტის ასლთან ან ჩვეულებრივ ასლთან; უნდა იყოს თუ არა აღნიშვნა საკონსულო ლეგალიზაციაზე, „აპოსტილის“ შტამპი და სხვა ოფიციალური ბეჭდები და ა.შ.
უფრო ხშირად, თარგმანი ეკვრება უცხოური დოკუმენტის ორიგინალს,რომელიც ადასტურებს თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას, შემდეგ კი კეთდება ასლების საჭირო რაოდენობა. ნოტარიული დადასტურება, როგორც წესი, საჭიროა თარგმნილი დოკუმენტის სახე
ორგანოებში წარსადგენად (თარგმანი ქართულ ენაზე), მისი შემდგომი ლეგალიზაციისთვის და დანიშნულების ქვეყანაში გასაგზავნად (თარგმანი უცხო ენაზე).
ნოტარიული დამოწმება და აპოსტილი
საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს თარგმნილი დოკუმენტის დამოწმებაში ამ დოკუმენტიც დედნის წარდგენის შემტხვევაში. ნოტარიატის ყველა წესის თანახმად, თარგმანი იკინძება დედანთან ერთად და მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერით და ბეჭდით.
დამოწმება აპოსტილით
– სპეციალური შტამპით, რომელიც არ საჭიროებს დამატებით დამოწმებას ან ლეგალიზაციას და აღიარებულია ჰააგის კონვენციის ყველა წევრი ქვეყნის მიერ.
– ხდება სამ ეტაპად: ჯერ ვთარგმნით დოკუმენტს (ან ვახორციელებთ თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალის რედაქტირებას), შემდეგ ვასრულებთ მასალის ფორმატირებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო შემდგომ ვამოწმებთ აპოსტილით იუსტიციის სამინისტროში.
აპოსტილი, ლეგალიზაცია
ლეგალიზაცია
წარმოადგენს საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თარგმანის და გაფორმების სპეციალურ პროცედურას, რომელიც ტარდება იმისათვის, რომ დოკუმენტს იურიდიული ძალა ჰქონდეს საზღვარგარეთაც.
გაფორმების პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
დოკუმენტის თარგმნა (შესრულების ვადები აუცილებლად დააზუსტეთ მენეჯერთან).
დოკუმენტის დამოწმება ნოტარიუსთან.
გაფორმება იუსტიციის სამინისტროში (გაფორმების ვადა – შვიდი სამუშაო დღიდან).
გაფორმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტში (გაფორმების ვადა – შვიდი სამუშაო დღე).
გაფორმება იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელშიც თქვენ აპირებთ დოკუმენტის წარდგენას (ვადას და ღირებულებას განსაზღვრავს თითოეული საკონსულო ცალკე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში).
აპოსტილი
წარმოადგენს ჰააგის კონვენციის წევრ ქვეყნებში წარსადგენად დასამზადებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის და გაფორმების გამარტივებულ პროცედურას. გაფორმების პროცედურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
დოკუმენტის თარგმნა (შესრულების ვადები აუცილებლად დააზუსტეთ მენეჯერთან).
დოკუმენტის აპოსტილიზაცია იუატიციის სამინისტროში (გაფორმების ვადა – შვიდი სამუშაო დღიდან).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამოუკიდებლად თარგმნეთ დოკუმენტი, ნებისმიერი დამოწმება ხდება მხოლოდ ჩვენი თარჯიმნების მიერ თარგმანის შემოწმების (რედაქტირების) შემდეგ. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ გაგიწევთ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის და ლეგალიზაციისათვის მომზადების მომსახურებას.
იმ შემტხვევაში, თუ თქვენ ამზადებთ დოკუმენტების პაკეტს მათი შემდგომი გამოყენებისათვის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმიგრაციის, წარმომადგენლობის საზღვარგარეთ გახსნის, საზღვარგარეთის ბანკში ანგარიშის გახსნის, დოკუმენტების საზღვარგარეთის სასამართლო ორგანოებში განსახილველად გადაცემის ან სხვა მიზნით, უნდა გახსოვდეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაცემულია და მოქმედებს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ დადგენილი წესით ლეგალიზაციის შემდეგ.
ლეგალიზაციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია გასაცნობიერებლად, მაგრამ ზოგჯერ მოითხოვს დამატებით დროს შესასრულებლად.
ამჟამად არსებობს ამგვარი დადასტურების ორი საშუალება: საკონსულო ლეგალიზაცია და დამოწმება აპოსტილით. ყველაფერი დამოკიდებულია დოკუმენტების დანიშნულების ქვეყანაზე. საკონსულო ლეგალიზაცია მოიცავს დოკუმენტების წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურებას და წარმოადგენს დოკუმენტებზე და აქტებზე თანამდებობის პირის ხელმოწერის, სტატუსის და, შესაბამის შემთხვევაში, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ბეჭდის ნამდვილობის დამოწმებას სხვა სახელმწიფოში გამოყენების მიზნით. საკონსულო ლეგალიზაცია წარმოადგენს საკმაოდ რთულ პროცედურას, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ხარჯებს. ამასთან დოკუმენტი, რომელმაც გაიარა ამგვარი მრავალსაფეხურიანი და შრომატევადი პროცედურა, მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის საკონსულო სამსახურის მიერ მოხდა მისი ლეგალიზაცია. აპოსტილი ამოწმებს დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის და თანამდებობის და, შესაბამის შემთხვევებში, დოკუმენტზე დამადასტურებელი ბეჭდის და შტამპის ნამდვილობას.
გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და ფასს