თანმიმდევრული თარგმანი
რა არის თანმიმდევრული თარგმანი?
თანმიმდევრული თარგმანის დროს ორატორი მეტყველებისას აკეთებს ლოგიკურ პაუზებს და ამით საშუალებას აძლევს თარჯიმანს, გადმოსცეს ნათქვამი უცხო ენაზე. ზეპირი თანმიმდევრული თარგმანი, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურია მონაწილეთა შედარებით მცირე რაოდენობით ღონისძიებების ჩატარებისას.
კომპანია გთავაზობთ მთარგმნელებს შემდეგ ღონისძიებებზე სამუშაოდ:
საქმიანი მოლაპარაკებები;
სატელეფონო მოლაპარაკებები;
სემინარები, შეხვედრები;
ბრიფინგები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები;
ფურშეტები, საზეიმო ღონისძიებები;
მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით;
თარჯიმნის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, დოკუმენტების ხელმოწერისას ნოტარიული დამოწმებითურთ და, ასეთ შემთხვევებში, აუცილებელი ხმამაღლა წაკითხვით და სხვა იურიდიული პროცედურებით;
ექსკურსიების ჩატარება თბილისის შემოგარენში უცხოელი სტუმრებისთვის;
სარეკლამო რგოლების, ფილმების თარგმნა და დუბლირება.
კომპანია ახორციელებს ზეპირ თარგმანს პრაქტიკულად ყველა ენიდან.
შტატიანი და შტატგარეშე პროფესიონალი მთარგმნელების ფართო ქსელის წყალობით, ჩვენი შემკვეთები არ არიან შეზღუდულნი როგორც თარგმანის ენის არჩევაში, აგრეთვე მის თემატურობაში.
თანმიმდევრული თარგმანის ღირსებანი:
თანმიმდევრული თარგმანი არ მოითხოვს დამატებით ტექნიკურ მოწყობილობას;
ის შეუცვლელია დინამიური ხასიათის მოლაპარაკებების დროს ადგილმდებარეობის მრავალჯერ შეცვლისას, გადაადგილებისას; მაგალითად, სამრეწველო ობიექტებზე მუშაობის დროს, პრეზენტაციებზე, მოლაპარაკებებისას, დელეგაციების თანხლების დროს.
თარგმანის მოცემული სახის დროს თანამოსაუბრეებს უჩნდებათ დამატებითი დრო, რომელიც შეიძლება სასარგებლო იქნეს საკითხის უფრო სიღრმისეული გააზრებისთვის (მაგალითად, საქმიანი მოლაპარაკებების დროს).
თქვენი ყურადღება გვინდა მივაქციოთ იმას, რომ თარგმანის მოცემული სახე ორჯერ ზრდის ურთიერთობის (გამოსვლის) დროს, ვინაიდან ისმის ორატორის პაუზების დროს.
გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და ფასს