ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

წერილობითი თარგმნა

ჩვენ ვასრულებთ ტექსტის პირდაპირ (ქართულიდან უცხო ენაზე ან პირიქით) და ირიბ (უცხო ენიდან უცხო ენაზე) თარგმნას. ჩვენს არსენალში მსოფლიოს 50 ენაზე მეტია, ეგზოტიკური და იშვიათი ენების ჩათვლით.

თქვენ შეგიძლიათ გვანდოთ თარგმნა:

– პირადი დოკუმენტაციის (პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, საპენსიო მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები);

– ნებისმიერი სირთულის ტექნიკური ტექსტების (ფიზიკა, მეტალურგია, სამშენებლო ინდუსტრია, ინფოტექნოლოგია, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა – მოქმედების ნებისმიერი ტექნიკური სფერო);

– იურიდიული ტექსტების (სასამართლოს გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, საწესდებო დოკუმენტები და ა.შ.);

– სამედიცინო ტექსტების (სამკურნალო პრეპარატების ანოტაცია, სამედიცინო ცნობა, ავადმყოფობის ისტორია);

– ფინანსური და ეკონომიკური ტექსტების (საბუღალტრო აღრიცხვა, ბიზნეს-გეგმები, საკრედიტო დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტები, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ.);

– მხატვრული ტექსტების;

– პირადი მიმოწერის.

ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის ტექსტებზე, თუნდაც ერთი გვერდიდან ათას გვერდამდე.

 

_კონტაქტები_

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი