ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

თანხლება მივლინების დროს

თარჯიმნის მომსახურება მივლინების დროს თანხლებისას, ჩვეულებრივ, მოითხოვება მაშინ, როდესაც კლიენტი მიემგზავრება საზღვარგარეთ ან მიდის კომპანიის უცხოურ წარმომადგენლობაში. თუ ხელმძღვანელი მიემგზავრება, მაგალიტად, ეგვიპტეში ან ესპანეთში, თარჯიმანი შეუცვლელ ადამიანად იქცევა უკვე მგზავრობის დაწყებისთანავე.

ჯერ ერთი – იმ ქვეყნის ენის მცოდნე ადამიანი, რომელიშიც მივლინება ხდება, ჩვეულებრივ, უკეთ იცნობს მის კულტურასა და ტრადიციებს, საზოგადოებრიცი ქცევის ნორმებს. ამის გარდა, კლიენტი თავისუფლდება მთელი რიგი საზრუნავისგან, რაც დაკავშირებულია უცხო ქვეყანაში ტრანსპორტის გამოყენებასთან, საცხოვრებელი ადგილის მოძებნასთან. მის გვერდით ყოველთვის იმყოფება გამოცდილი და მცოდნე ადამიანი, რომლის რეკომენდაციასაც შეიძლება ენდოს.

თარჯიმნის ძირითადი სამსახური იწყება, რა თქმა უნდა, უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრისა და კონკრეტული საკითხების განხილვის დროს. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც კლიენტი კარგ დონეზე ფლობს უცხო ენას, თარჯიმნის დასწრება საშუალებას აძლევს მას, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს, თავი აარიდოს შესაძლო გაუგებრობას მისთვის უცნობი ტერმინოლოგიის გამოყენების დროს, დატოვოს უფრო დადებითი შთაბეჭდილება; მოკლედ, გააკეთოს განაცხადი საკუთარი თავის, როგორც ისეთი ადამიანის, შესახებ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავისი ბიზნესის ორგანიზებას.


 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი